ბაგრატის ტაძარი უქიმერიონის მთაზე მდებარეობს და ამაყად გადაჰყურებს მთელ ქუთაისს და მდინარე რიონს.ანტიკური ხანიდან ამ ადგილას კოლხეთის მეფეების რეზიდენცია და აკროპოლისი იყო.ბაგრატის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მშენებლობა გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის, ბაგრატ III-ის სახელს უკავშირდება.ბაგრატ მეფემ გააერთიანა ქვეყანა როგორც პოლიტიკურად ,ასევე ეკლესიურადაც,ამიტომ ტაძარს გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოდ მიიჩნევენ.
ჩრდილოეთ კედელზე შემორჩენილი წარწერა გვამცნობს, რომ ტაძრის აგება 1003 წელს დასრულებულა:"ოდეს განამტკიცნა იატაკი ქორონიკონი იყო 223".წარწერაში პირველად ვხვდებით არაბული ციფრების გამოყენების შემთხვევას.ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანია.
XVII საუკუნეში თურქები თავს დაესხნენ დასავლეთ საქართველოს და 1691 წელს ტაძარი დაანგრიეს.1994 წლიდან ტაძარი იუნესკოს ძეგლთა დაცვის ფონდში შევიდა.