B U C X R I A
საიტის მენიუ
კატეგორია
დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატი "უშუს მგლები" [9]
ჩემი კლიპები [6]
ვარჯიშები [5]
ვ უ შ უ [3]
უშუს მასტერები [23]
საეკლესიო [8]
თამაში [11]
პრიკოლები [4]
ქართული სიმღერები (კლიპები) [32]
ჩემი საქართველო... [3]
კომედი შოუ [7]
ბუცხრია შპაკატში
ლეჩხუმში
ბუცხრია ჰაერში
მე და კორე
ი კ ა
ბუცხრია
...ბუცხრია...
ქობულეთში
...
ირაკლი
..................
თარჯიმანი
მთავარი » 2012 » მაისი » 4 » გელათი
4:55 PM
გელათი


     გელათის აკადემია და მონასტერი საქართველოს მეფემ დავით IV აღმაშენებელმა 1106 წელს დაარსა.XII-XIII საუკუნეებში გელათი უდიდეს რელიგიურ,საგანმანათლებლო,სამეცნიერო და ფილოსოფიურ ცენტრს წარმოადგენდა.აქ მოღვაწეობდა ცნობილი ფილოსოფოსი იოანე პეტრიწი.აქ მდებარეობს ღვთისმშობლის სახელობის მთავარი ტაძარი,წმინდა გიორგის ეკლესია,წმინდა ნიკოლოზის ეკლესია,სამრეკლო,კარიბჭე და აკადემიის შენობა.ძეგლის ეზო 4 მეტრი სიმაღლის გალავნითაა შემოზღუდული.ღვთისმშობლის ტაძარი დავითის მემკვიდრის დემეტრე I-ის მეფობისას 1130 წელს აკურთხეს.ტაძრის კედლები მოხატულია ფრესკებით,რომლებისც 
XII-XVIII საუკუნით თარიღდება. 1510 წელს ტაძარი თურქებმა გადაწვეს,მაგრამ იმავე საუკუნეში თავიდან მოუხატავთ. გელათის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია XIII საუკუნეში აუგიათ.დაზიანების შემდეგ იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის ბრძანებით 1510-1562 წლებში ეკლესია ისევ მოხატეს და დედოფალთა სამარხად დაადგინეს.წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაც XIII საუკუნით თარიღდება.ამ ეკლესიაში წირვა-ლოცვა მხოლოდ წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის დრეს სრულდებოდა.სამრეკლო XIII საუკუნეში აშენდა.შენობის ქვედა ნაწილში წყარო მოედინება,ხოლო შუა ნაწილის პატარა ოთახს სავარაუდოდ საპყრობილედ იყენებდნენ.
      ტაძრის სამხრეთით,გელათის მთავარ შემოსასვლელში მდებარეობს დავით აღმაშენებლის საფლავი.ამბობენ,რომ  დავითის საფლავის ქვის სიგრძე  მის აღნაგობას და სიმაღლეს შეესაბამება.მეფის საფლავის წინ  ქალაქ განჯის რკინის კარი ჰკიდია.კარი დავითის მემკვიდრის,დემეტრე I-ის განჯაზე ბრწყინვალე გამარჯვების ნიშნად მამის საფლავთან ჩამოუკიდია.
კატეგორია: ჩემი საქართველო... | ნანახია: 553 | დაამატა: bucxria | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 15
...
უშუს მგლები...
მე და თოკო
ხანის წყლის პირას
უდაბნოს არწივი
ი ო კ ო
..............
მე და თოკო
..................
...........
..................
..................
ძებნა
Copyright MyCorp © 2025Create a free website with uCoz