გელათის აკადემია და მონასტერი საქართველოს მეფემ დავით IV აღმაშენებელმა 1106 წელს დაარსა.XII-XIII საუკუნეებში გელათი უდიდეს რელიგიურ,საგანმანათლებლო,სამეცნიერო და ფილოსოფიურ ცენტრს წარმოადგენდა.აქ მოღვაწეობდა ცნობილი ფილოსოფოსი იოანე პეტრიწი.აქ მდებარეობს ღვთისმშობლის სახელობის მთავარი ტაძარი,წმინდა გიორგის ეკლესია,წმინდა ნიკოლოზის ეკლესია,სამრეკლო,კარიბჭე და აკადემიის შენობა.ძეგლის ეზო 4 მეტრი სიმაღლის გალავნითაა შემოზღუდული.ღვთისმშობლის ტაძარი დავითის მემკვიდრის დემეტრე I-ის მეფობისას 1130 წელს აკურთხეს.ტაძრის კედლები მოხატულია ფრესკებით,რომლებისც XII-XVIII საუკუნით თარიღდება. 1510 წელს ტაძარი თურქებმა გადაწვეს,მაგრამ იმავე საუკუნეში თავიდან მოუხატავთ. გელათის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია XIII საუკუნეში აუგიათ.დაზიანების შემდეგ იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის ბრძანებით 1510-1562 წლებში ეკლესია ისევ მოხატეს და დედოფალთა სამარხად დაადგინეს.წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაც XIII საუკუნით თარიღდება.ამ ეკლესიაში წირვა-ლოცვა მხოლოდ წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის დრეს სრულდებოდა.სამრეკლო XIII საუკუნეში აშენდა.შენობის ქვედა ნაწილში წყარო მოედინება,ხოლო შუა ნაწილის პატარა ოთახს სავარაუდოდ საპყრობილედ იყენებდნენ. |
ეკლესიის სახელი "მოწამეთა" დაკავშირებულია არგვეთის მთავრებთან,ძმებ დავით და კონსტანტინე მხეიძეებთან,რომლებმაც 720-730 წლებში ამბოხება მოაწყვეს არაბების წინააღმდეგ.ამბოხება მარცხით დასრულდა და არაბებმა ორივენი შეიპყრეს.არაბები მათ რჯულის შეცვლის სანაცვლოდ პატიებას ჰპირდებოდნენ,მაგრამ რწმენა ვერ შეაცვლევინეს,რისთვისაც სასტიკად აწამეს და მათი გვამები მდინარეში გადაყარეს.მდინარე წითლად შეიღება და მას შემდეგ ამ მდინარეს წყალწითელას უწოდებენ.ხალხმა დავითისა და კონსტანტინეს გვამები იქვე ამაღლებულ ადგილზე დაკრძალა,ხოლო ეკლესიამ ისინი წმინდანად შერაცხა.მოგვიანებით, XI საუკუნეში მეფე ბაგრატ IV -ემ მათ საფლავთან ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი ააგო.აქვეა სამრეკლოც,რომელოც უფრო გვიანდელია.საკურთხეველთან დავითისა და კონსტანტინეს წმინდა ნაწილები ასვენია.თქმულების თანახმად მოწამეთასა და გელათს შორის საიდუმლო გვირაბი გადიოდა,რომლის მეშვეობითაც ომიანობის დროსხალხი ერთმანეთს უკავშირდებოდა.მოწამეთა წარმოადგენდა აუღებელ სიმაგრეს,რადგან მას ბუნებრივად ხელსაყრელი მდებარეობა ჰქონდა: სამი მხრიდან მას მდინარე წყალწითელა აკრავს,ხოლო მეოტხე მხარეს,გასასვლელში გალავანი იყო აგებული.აქედან გამომდინარე ეს ეკლესია ომიანობის დროს მოსახლეობისათვის თავშესაფრის ფუნქც
...
კითხვის გაგრძელება »
Attachments: |